-
2014-02-07 15:27
საპარლამენტო უმცირესობის წევრი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთი ლიდერი გიორგი კანდელაკი ლერი ხაბელოვთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ახმიანებს.
გიორგი კანდელაკმა ლერი ხაბელოვისა და სოწში წარმოდგენილ საქარტველოს დელეგაციაში მისი ჩასმის შესახებ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ტყუის, როცა ამბობს, რომ სოჭში არაა გაგზავნილი სამთავრობო დელეგაცია:
„საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი გარდა იმისა რომ არის პოლიტიკოსი და მმართველი პარტიის წევრი, არის ოფიციალური პირიც რადგან არის პარლამენტის წევრი და კომიტეტის თავმჯდომარე, რის გამოც საღვარგარეთ წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს (ასევე გააჩნია მაგალითად დიპლომატიური პასპორტი). აქედან გამომდინარე მთავრობის მტკიცება იმის შესახებ რომ სოჭში საქართველოს ოფიციალური პირები არ მიემგზავრებიან არის უბრალოდ ტყუიული. ტ ყ უ ი ლ ი.
გარდა ამისა:
*ლერი ხაბელოვი არის ადამიანი, რომელმაც, იყო რა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე, უარი განაცხადა გამოსულიყო საქართველოს დროშის ქვეშ და არ მივიდა ქართული სახლის გახსნაზე. ამ პოლიტიკური აქტით, 2008 წლის რუსეთის აგრესიის დროს, მან დაიკავა აგრესორი სახელმწიფოს, რუსეთის ფედერაციის მხარე რომელიც სწორედ ამ დროს ბომბავდა საქართველოს სოფლებსა და ქალაქებს და მოკლა 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის მოხუცები და ბავშვები გორის საბავშვო ბაღში, რაც მე პირადად ვნახე;
*ლერი ხაბელოვი არის ადამიანი რომელიც - არის რა სოსო ჯაჭვლიანის ამფსონი - ორგანიზებული დანაშაულებრივი სამყაროს სახელით სიცოცხლის მოსპობით („შუბლის გახვრეტით“) დაემუქრა პარლამენტის ვიცესპიკერ გია ბარამიძეს, რისი მოწმეც ასევე გახლავართ.
აქედან გამომდინარე, ვინც ლერი ხაბელოვის - ძველი ბიჭის, ოცნების ანტიდასავლური, პრორუსული და მაშასადამე ანტიქართული ბირთვის ერთ-ერთი მედროშის - პოზიციას წარმოაჩენს როგორც სპორტული საზოგადოების პოლიტიკისგან დაცლილ სუფთა სპორტულ აზრს არის უბრალოდ თუნგი..“, – წერს გიორგი კანდელაკი.