
ოკუპირებული ცხინვალში გადაწყვიტეს, რომ ქალაქ ცხინვალის სიმბოლური სახელწოდება „ქალაქი სტალინირი“ იქნება.
როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში იუწყებიან ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა შესაბამისი გადაწყვეტილება „დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით“ მიიღო.
„ქალაქ ცხინვალის სიმბოლურ სახელწოდებად დადგინდეს „ქალაქი სტალინირი“. ეს სახელწოდება გამოყენებული იყო დიდი სამამულო ომის აღსანიშნავი ღონისძიებების დროს. კერძოდ კი, 9 მაისს – გამარჯვების დღეს და 22 ივნისს – დიდი სამამულო ომის დაწყების დღეს“, -ნათქვამია დადგენილებაში.
ბიბილოვმა დაავალა ე.წ. სამინისტროებსა და უწყებებს, აღნიშნულ დღეებში „ისტორიული სახელწოდების „ქალაქ სტალინირის“ პოპულარიზაციის ხელშესაწყობად ღონისძიებები დაგეგმონ“.