საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, ევრობანკი კერძო სექტორისთვის ლარში დაფინანსებას ზრდის

Image

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ლარის ლიკვიდობის ხელშესაწყობად, საქართველოს ეროვნული ბანკის (NBG) მხარდაჭერით, ადგილობრივ ვალუტაში კერძო სექტორისთვის დაფინანსებას ზრდის.

 

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ევრობანკმა (EBRD) და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გააფორმა სავალუტო სვოპხელშეკრულება აშშ დოლარი/ლარზე, რომლის საშუალებითაც EBRD-ს ექნება საიმედო წვდომა ლარის ლიკვიდურობაზე და შეძლებს განაგრძოს ადგილობრივი ვალუტით სესხის გაცემა კომპანიებისათვის, რომლებიც დროებით სირთულეებს განიცდიან.

მხარეებმა პირველი გარიგება 2020 წლის 24 აპრილს დადეს.

„EBRD და საქართველოს ეროვნული ბანკი COVID-19-ის პანდემიის უარყოფითი გავლენის შესამცირებლად ძალისხმევას აერთიანებენ,  სესხები ეროვნულ ვალუტაში ხელმისაწვდომი იქნება კერძო სექტორისთვის, დაფინანსების საჭიროების შემთხვევაში“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ COVID-19-ის პანდემიის საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენის შესამცირებლდEBRD-მა გაზარდა საქართველოს მხარდაჭერა. აღნიშნული შეთანხმებაც სწორედ ამ მხარდაჭერის ფარგლებში ხორციელდება.

უწყების განმარტებით, სავალუტო სვოპი ასევე მხარს უჭერს საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების მართვას, დამატებით ხელმისაწვდომი აშშ დოლარის ლიკვიდობით, რომელსაც ეროვნული ბანკი საჭიროებისამებრ გამოიყენებს.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა გამოყო სასწრაფო დახმარების „სოლიდარობის პაკეტი” 4 მილიარდი ევროს ოდენობით, როგორც ქმედითი ნაბიჯი მისი კლიენტების დასახმარებლად, მსოფლიოს 38 ქვეყნის ეკონომიკისათვის, მათ შორის საქართველოში არსებული კომპანიებისთვისაც. EBRD-ის მხარდაჭერა მოიცავს ეროვნული ვალუტით ვაჭრობის დაფინანსებას, გადაუდებელი ლიკვიდობისა და სამუშაო კაპიტალის მიწოდებას კერძო სექტორის კლიენტებისთვის ჰოსპითალითის (hospitality), ჯანდაცვისა და აგრობიზნესის სექტორებში.

EBRD წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. ქვეყანაში საქმიანობის დაწყების შემდეგ ბანკმა 3.7 მილიარდ ევროზე მეტის ინვესტირება მოახდინა 249 პროექტში ფინანსურ, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორებში. აღბიშნული ინვესტიციების 87 პროცენტი კერძო სექტორზე მოდის.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !