რომან გოცირიძე - „ჩვენი მოქალაქეები ამას ვერ გაუძლებენ“ - შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანებისთვის შეთავაზებული დახმარება მცირეა, ხოლო ბიზნესისთვის მხარდაჭერის პროგრამა - გაურკვეველი

Image

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმა „არც თუ ისე მიმზიდველი სურვილების ერთობლიობაა“.

 

მისი შეფასებით, შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანებისთვის შეთავაზებული დახმარება მცირეა, ხოლო ბიზნესისთვის მხარდაჭერის პროგრამა - გაურკვეველი.

როგორც გოცირიძე ამბობს, მთავრობამ პარლამენტში ბიუჯეტი რაც შეიძლება მალე უნდა წარადგინოს, რადგან თუ ეს პროცესი გაიწელა, „ჩვენი მოქალაქეები ამას ვერ გაუძლებენ“.

„ის, რაც ჩვენ ვიხილეთ რამდენიმე დღის წინ, რაღაც სლაიდების სახით, რასაც მთავრობა უწოდებს ანტიკრიზისულ გეგმას, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ არც თუ ისე მიმზიდველი სურვილების ერთობლიობა. ძალიან მწირი დახმარება უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს და ასევე, აბსოლუტურად გაურკვეველი მხარდაჭერა ბიზნესისთვის. ესეც არაფერს არ ნიშნავს, რადგან არ ვიცით, რა იქნება რეალური შემოსავლის წყარო უცხოური დახმარებების სახით. ბევრი რამ ამ პრეზენტაციაში იყო პროპაგანდისტული, ვიდრე რეალისტური. ისევე როგორც, არ გვეცოდინება დეტალურად გაწერილი გეგმა, რა დროში და რა მექანიზმებით მოხდება, თუნდაც იმ მწირი კომპენსაციების გაცემა ჩვენი მოქალაქეებისათვის და რაც ყველაზე მთავარია, სანამ პარლამენტში არ იქნება წარმოდგენილი ბიუჯეტი, ჩვენ არ შეგვიძლია მთავრობას ვენდოთ, რაღაც კედელზე ნაჩვენები გრაფიკებისა და ნახატების სახით. ბიუჯეტი სასწრაფოდ წარმოსადგენია პარლამენტში, წინაღმდეგ შემთხვევაში, ეს პროცესი გაიწელება ძალიან დიდხანს და ამას ვერ გაუძლებენ ჩვენი მოქალაქეები“,- განაცხადა გოცირიძემ.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !