
შეთანხმებას ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების შესახებ ხელი 17 ან 21 მარტს მოეწერება. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი დეშჩინამ განაცხადა. დეშჩინას თქმით, ხელმოწერის ზუსტი თარიღი კონსულტაციების შემდეგ დაზუსტდება.
როგორც ცნობილია, ბრიუსელში ექვს მარტს მიიღეს გადაწყვეტილება, უკრაინასთან ასოცირების შეთანხმების პოლიტიკურ და ეკონომიკურ ნაწილად გაყოფის შესახებ.
ეკონომიკურ ნაწილს ხელი მოგვიანებით მოეწერება, თუმცა მანამდე ევროკავშირი უკრაინას სავაჭრო შეღავათებს მიანიჭებს.
ორი დღის წინ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ განაცხადა, რომ ევროკავშირმა უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულების პოლიტიკური ნაწილის დაუყოვნებლივ ხელმოწერა გადაწყვიტა.