
სირიაში მოლაპარაკებათა რამდენიმე რაუნდის შემდეგ, 2013 წლის დეკემბერში გატაცებული 13 მართლმადიდებელი მონაზონი ტყვეობიდან გაათავისუფლეს.
მონაზვნები აჯანყებულებმა მაალულეში მდებარე მონასტრიდან გაიტაცეს. ისინი წინამძღვარ პელაგიას მეთაურობით მალე დამასკოში დაბრუნდებიან.