-
2020-04-16 19:09
ბარსელონას მერი, ადა კოლაუ აცხადებს, რომ ესპანეთში აუცილებელია მკაცრი შეზღუდვები მოიხსნას, რათა ბავშვები გარეთ გავიდნენ.
”აღარ დაელოდოთ, გაათავისუფლეთ ჩვენი შვილები! - ბავშვები უნდა გავიდნენ” - წერს ბარსელონას მერი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე,თავად კი, სამი და ცხრა წლის მოზარდების დედაა.
ესპანეთი, სადაც ევროპაში ინფიცირებულთა ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება - კონტინენტზე ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ბავშვები საერთოდ ვერ ტოვებენ სახლებს.
პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა კი ქვეყნის მასშტაბით 14 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა 26 აპრილამდე გაახანგრძლივა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-10-02 12:07
-
2016-10-02 08:50
-
2016-09-30 10:23
-
2016-09-30 00:02