-
2020-04-16 18:58
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 9 პაციენტიდან 5-ის მდგომარეობა კრიტიკულია.
როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათგან 3 პაციენტის შემთხვევაში დაავადება მკვეთრად უარყოფითი დინამიკით მიმდინარეობს.
„9 პაციენტი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, 5 პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკული, იმყოფებიან ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, მათ შორის, 3-ის მდგომარეობა არის მკვეთრად დამძიმებული უარყოფითი დინამიკით, ვინაიდან, სახეზეა კოვიდინფიცირების შედეგად გამოწვეული ფილტვის მწვავე უკმარისობა და გულის მწვავე დაზიანების სინდრომი. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, 4 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება ნაზალურ CPAP ვენტილაციაზე“ , - განაცხადა რატიანმა.
რატიანის ინფორმაციით, დღეს კლინიკაში კორონავირუსი კიდევ რამდენიმე პაციენტს დაუდასტურდა.