
ესპანეთში ბოლო 24 საათში კოვიდინფექციას 551 ადამიანი ემსხვერპლა.
16 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებული 2157 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსით საერთო ჯამში გარდაცვლილია 19 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო 74 797 გამოჯანმრთელდა.
ამ დროისათვის ესპანეთი მსხვერპლთა რაოდენობით აშშ-სა და იტალიის შემდეგ მესამე ადგილზეა, ხოლო მეორე ადგილზე ინფიცირებულთა რაოდენობით აშშ-ის შემდეგ. ამასთან ესპანეთში მსოფლიოს ერთ მლნ მოსახლეობაზე ყველაზე მეტი მსხვერპლი მოდის.