ღუდუშაურის კლინიკაში ორი პატიმარი მიიყვანეს: სასჯელაღსრულების სამინისტრო თვითდაზიანებას არ ადასტურებს

Image

„აფხაზეთის ხმის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში დაახლოებით ერთი საათის წინ მიიყვანეს პატიმარი, რომელსაც ვენები ჰქონდა გადაჭრილი.

 

როგორც „აფხაზეთის ხმას“ ღუდუშაურის კლინიკიდან წყარომ აცნობა, პატიმარი ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირებმა, სავარაუდოდ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიიყვანეს.

 

წყაროს თქმით, პატიმარს კლინიკასთან ოჯახის წევრები და ნათესავები დახვდნენ. წინასწარი ინფორმაციით, პატიმარმა დედას ტელეფონით თავად შეატყობინა, რომ ვენები გადაიჭრა.

 

წყარო ზუსტად ვერ ასახელებს, სასჯელარსრულების რომელი დაწესებულებიდან გადაიყვანეს პატიმარი კლინიკაში ან რა გახდა თვითდაზიანების მიზეზი.

 

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ დღეს ღუდუშაურის კლინიკაში პატიმარი მიიყვანეს და დამატებით ინფორმაციასაც იძლევიან, თუმცა, არ ადასტურებენ „აფხაზეთის ხმის“ წყაროს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ კლინიკაში მიყვანილ პატიმარს თვითდაზიანება აღენიშნებოდა:

 

„ვადასტურებთ, რომ ამ დროისთვის ღუდუშაურის კლინიკაში ორი პატიმარი გადის მკურნალობას, მაგრამ რაც თქვენ გვითხარით, ანუ, ის, რომ მიყვანილ პატიმარს თვითდაზიანება აქვს, არ შეესაბამება რეალობას. ჩვეულებრივ, მკურნალობას გადიან იმ კუთხით, რა კუთხითაც სჭირდებათ“, – უთხრეს „აფხაზეთის ხმას“ სამინისტროს პრესსამსახურში.  

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !