
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 82-მდე გაიზარდა. კორონავირუსი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ 73 წლის პაციენტს დაუდგინდა.
კლინიკის მთავარი ექიმის თეიმურაზ ნადირაძის თქმით, ის საფრანგეთიდან ჩამოვიდა და ოჯახთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.პაციენტს ორმხრივი პნევმონია აქვს და მისი მდგომარეობა რთულია.