
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს მოთავსებულ პაციენტებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სულ 4 პაციენტი გამოიკვლიეს და ოთხივეზე პასუხი უარყოფითია.
ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებულია 7 პირი, მათგან ექვსის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის კი საშუალო სიმძიმის.