-
2020-03-27 15:12
ჩვენ კიდევ და კიდევ ვრჩებით ერთ პოზიციაზე, რაც უფრო ნაკლებ ადამიანთან გვექნება კონტაქტი, ძალიან მძიმეა ამის თქმა, მაგრამ ეს ეხება ყველას, მათ შორის ეკლესიასაც, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ეს ეხება სამეგობრო წრეებსაც, დიდ ოჯახის თავყრილობებსაც. ჩვენი ძირითადი შემთხვევა, რაც ქვეყანაში შემოვიდა და მერე გავრცელდა, ეს იყო ძირითადად ოჯახური კლასტერები. ანუ ოჯახებში არ იყო დაცული თვითიზოლაციის წესები. აქედან გამომდინარე, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ დღეს არ არის არც სამეგობროს შეკრების დრო, არც ოჯახებში დიდი თავყრილობის დრო და არც არსად გარეთ, მათ შორის ეკლესიებშიც“, - აღნიშნა იმნაძემ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 81-მდე გაიზარდა.