-
2020-03-23 14:11
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრისგან მიიღეს დავალება, რომ უცხოეთიდან საქართველოში დასაბრუნებელ რეისებზე ბილეთის ფასი არ აღემატებოდეს €199-ს. მისი თქმით, ეს წესი უნდა დაიცვას ავიაკომპანიამ, რომელიც განახორციელებს ამ რეისებს.
"გვესმის, რომ ბიზნესი მძიმე მდგომარეობაშია, ამიტომ აუცილებელია, რომ ეს ჭერი მტკიცედ იყოს დაცული ავიაკომპანიის მიერ", — განაცხადა მან.
მინისტრმა დაასახელა ფრენების განრიგიც:
- 23 მარტს შესრულდება საქართველოს ავიახაზების რეისი ბერლინის მიმართულებით და უკან;
- 24 მარტს ეგეოსის ავიახაზები საბერძნეთიდან თბილისში ჩამოიყვანს საქართველოს მოქალეებს და საბერძნეთის მოქალაქეებს წაიყვანს უკან;
- 26 მარტს შესრულდება საქართველოს ავიახაზების რეისი ვენის მიმართულებით და უკან;
- 31 მარტს შესრულდება საქართველოს ავიახაზების რეისი ამსტერდამის მიმართულებით და უკან;
- 3 აპრილს შესრულდება საქართველოს ავიახაზების რეისი ვარშავის მიმართულებით და უკან;
- 7 აპრილს შესრულდება საქართველოს ავიახაზების რეისი ათენის მიმართულებით და უკან;
- 10 აპრილს შესრულდება საქართველოს ავიახაზების რეისი ლარნაკაში და უკან.