
ყველა პირობაა იმისთვის, რომ ქვემო ქართლში მაქსიმალურად ვაკონტროლოთ სიტუაცი.იამის შესახებ ჟურნალისტებს ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განუცხადა.
„ყველა ორგანიზებული ვაჭრობა, ქსელები მუშაობს. დისტრიბუციასთან საკითხი დალაგებულია, რომ თუ სადმე შემოსატანი იქნება პროდუქტი, ეს ყველაფერი შეუფერხებლად განხორციელდეს. საპატრულო პოლიცია აკონტროლებს საზღვარზე გადმოსვლაც და ქვეყნის საზღვრის დატოვებასაც. აბსოლუტურად ყველაფერში ვართ შეთანხმებული და არის სრული კომუნიკაცია. მოვუწოდებ მოსახლეობას, კიდევ უფრო მეტად შეზღუდონ გადაადგილება და გადაუდებელი აუცილებლობის გარდა დარჩნენ სახლში“, - აღნიშნა რეხვიაშილმა.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.