-
2020-03-14 11:00
კორონავირუსის საფრთხის გამო, უკრაინა 17 მარტიდან ავიამიმოსვლას მთლიანად წყვეტს. ქვეყნის პრეზიდენტმა საგანგებო ვიდეომიმართვაში უკრაინის მოქალაქეებს მოუწოდა სამი დღის განმავლობაში დაბრუნდნენ სამშობლოში.
„სამ დღეში ჩვენ ვაჩერებთ რეგულარულ ავიამიმოსვლას. სამ დღეში თქვენ უნდა დაბრუნდეთ სახლში, ჩვენ ძლიერები ვართ და ყველაფერი კარგად იქნება. გისურვებთ 36,6-ს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, უკრაინის იმ მოქალაქეებმა, ვინც სამშობლოში დაბრუნებას ობიექტური მიზეზებით ვერ შეძლებენ, აუცილებლად უნდა მიმართონ უკრაინის საკონსულოებს და საელჩოებს, სადაც ისინი იმყოფებიან. ასეთ შემთხვევაში, უკრაინის ხელისუფლება ასეთი მოქალაქეების სხვა ქვეყნებიდან გამოსაყვანად სპეცრეისებს დანიშნავს.