
ევროპა კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის ეპიცენტრი გახდა, - ამის შესახებ ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ევროპა პანდემიის ეპიცენტრი გახდა. ჩინეთის გარდა, ყველაზე მეტი დადასტურებული შემთხვევა და ინფორმაცია გარდაცვლილების შესახებ ევროპიდან მოდის“, - განაცხადა გებრეისუსმა.