
ცოტა ხნის წინ სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ დღეს კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და ყველა პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მისი თქმით, შედარებით მძიმე რჩება ერთი პირის მდგომარეობა, თუმცა ვირუსი პროგრესირებადი არ არის.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 25 შემთხვევაა დადასტურებული.