
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს სინოდმა დაადგინა, რომ უკრაინის ხელისუფლებისთვის აღარ ილოცებს.
საპატრიარქოს ვებ–გვერდზე, პატრიარქ ფილარეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ არ შეისმინა ეკლესიის არერთგზისი მოწოდება, არ გამოეყენებინა იარაღი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.
ამიერიდან, ღვთისმსახურების დროს აღვლენილი იქნება ლოცვა უკრაინისა და უკრაინელი ხალხისადმი.