უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვასილი ზახარჩენკომ საბრძოლო იარაღის გამოყენების ბრძანებას ხელი მოაწერა.
ამის შესახებ უკრაინული მედია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სამართალდამცავები საბრძოლო იარაღს მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად, ასევე ძალოვანებზე თავდასხმის ასაცილებლად გამოიყენებენ.