საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის მთავრობას ტონის შეცვლას ამჩნევს

Image

აშშ-ში ვიზიტით მყოფი მიხეილ სააკაშვილის აზრით, საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას უჭირს დამალოს ის მიღწევები, რასაც ქვეყანამ წინა მთავრობის დროს მიაღწია.

 

"საქართველოს მთავრობამ მთლიანად შეიცვალა ტონი. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს თურმე ჰქონია ძალიან კარგი საბაჟო და საგადასახადო სისტემა და პარლამენტში ყოფნისას მთავრობის წარმომადგენლებმაც აღნიშნეს, რომ ჩვენ მსოფლიო ბანკის რეიტინგებში ვართ მე-9 ადგილზე.

 

ერთი სიტყვით, ის, რასაც მთელი თვეების განმავლობაში ჩვენი მთავრობა ეძახდა სიცრუეში ცხოვრებას და ჩვენს პიარს და იმას, თითქოს ჩვენ მსოფლიოს ვატყუებდით, ახლა შეიცვალა. იმ ფონზე, როცა გაუჭირდათ, ინვესტიციები აღარ შემოდის და ყველაფერი გაჩერდა, მოუხდათ ამის აღიარება", - განაცხადა სააკაშვილმა.

 

ქვეყნის პირველი პირი რუსეთის მიერ აზერბაიჯანთან მიმართებაში მიღებულ გადაწყვეტილებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის მხარდაჭერა საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია: "რუსეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ აზერბაიჯანის ნავთობს აღარ გაატარებს თავის ტერიტორიაზე. ახლა მთავარი სამიზნე არის აზერბაიჯანი, რასაც მე დიდი ხანია, ვამბობ.

 

თუ აზერბაიჯანი დაეცა, მაშინ რეგიონს პერსპექტივა მოესპობა და პირიქით, თუ აზერბაიჯანი გაძლიერდება და გააგრძელებს განვითარებას, ჩვენ ბევრად უკეთესი პერსპექტივა გვექნება მომავლისთვის და ეს რუსეთის დღევანდელმა მთავრობამ მშვენივრად იცის. თავის დროზე, როცა რუსებმა ჩვენ დენი და გაზი ჩაგვიკეტეს, აზერბაიჯანმა თავისი მოსახლეობა "გათიშა" და საქართველოს გაუყო საკუთარი ელექტროენერგია. ამით დიდი რაღაც გაგვიკეთა. ამიტომ დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ აზერბაიჯანის მიმართ სოლიდარობა. ეს არის ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებში", - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !