
კიევში, სვიატოშინსკის რაიონში სახელმწიფო ავტოინსპექციის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნეს, როცა ისინი მოძრაობის წესების დარღვევისთვის მანქანის გაჩერებას აპირებდნენ.
მანქანიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად ორი ავტოინსპექტორი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი, მძიმედ დაჭრილი, სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა.