
რამდენიმე საათის წინ ზუგდიდში დააკავეს ანაკლიის სასტუმრო „ოქროს საწმისის“ დირექტორი გიორგი წურწუმია.
ბიზნესმენი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს და მაშინვე თბილისში გადაიყვანეს.