
ზურაბ ხურციას მეზობლები, რომლებიც სენაკში, სანაიაკს ქუჩაზე ცხოვრობენ, აცხადებენ, რომ უკრაინაში სამუშაოდ ორი წლის წინ წასული ხურცია შემთხვევით მოხვდა მოვლენების ეპიცენტრში.
„სმო.ჯი“-სთან საუბარში ხურციას ოჯახის წევრები მეზობლები აცხადებენ, რომ გჰარდაცვლილი საერთოდ არ დადიოდა მიტინგებზე, დღეს კი ინსტიტუტსკაიას ქუჩაზე შემთხვევით აღმოჩნდა და დაიღუპა.
დაღუპულის ძმა ამბობს, რომ ზურაბ ხურცია მცირე ბიზნესით იყო დაკავებული და მიტინგებზე სასიარულოდ არ ეცალა, თუმცა, რატომ აღმოჩნდა დღეს დემონსტრანტებს შორის, მან არ იცის. ხურციას სახლში, სენაკში დედა და და-ძმა ცხოვრობენ.