
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოუცლელობის მომიზეზებით უარი განაცხადა ვიქტორ იანუკოვიჩთან საუბარზე, როცა ამ უკანასკნელმა რამდენჯერმე სცადა, მას ტელეფონით დაკავშირებოდა.
ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება და აღნიშნავს, რომ იანუკოვიჩს უკვე ესაუბრა ჯო ბაიდენი, ხოლო ანგელა მერკელის მცდელობა, ტელეფონით დალაპარაკებოდა უკრაინის პირველ პირს, უშედეგოდ დასრულდა.