
სპეცდანიშნულების რაზმმა „ბერკუტმა“ კიევში პროფკავშირების სახლის სახურავზე ააღწია და აქტივისტებს იქედან ტყვიებსა და ყუმბარებს ესვრის.
ამის შესახებ ერთერთი აქტივისტი-თვითმხილველი წერს. მისივე თქმით, ამ დროისთვის პროფკავშირების სახლში კვამლი დგას და სავარაუდოდ, შენობა შიგნიდან იწვია, რაც „ბერკუტის“ მიერ შენობაში შეყრილმა „მოლოტოვის კოქტეილებმა“ გამოიწვია. აქტივისტები შენობის ფანჯრიდან ხტებიან, რათა კვამლით არ გაიგუდონ.