"Umbrella" არ გამორიცხავს, რომ მალე, შესაძლოა, ფონდ "იავნანას" ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია გამოქვეყნდეს

Image

ჯგუფ "Umbrella"-ს წარმომადგენელი ლუკა ფეიქრიშვილი "ფეისბუქზე" წერს, რომ პაატა ბურჭულაძის ფონდ "იავნანას" ხარჯთაღრიცხვის სქემასთან დაკავშირებით შეკითხვები არსებობს.

 

"ზოგადად საზოგადოებაში და პირადად ჩემშიც, არსებობს გონივრული ეჭვი ფონდ იავნანას ხარჯთაღიცხვის სქემის სისწორესთან დაკავშირებით, უფრო რომ დავკონკრეტდე ვგულისხმობ გადასახადებს და ზოგად ღარჯთაღრიცხვებს, ამასთან ერთად, საბანკო გადარიცხვების დანიშნულებებს და შესაბამისად, მოტივებს.

 

ზოგადად, ძალიან კარგი იქნება თუ საზოგადოებისათვის გახდება გამჭირვალე ფონდ "იავნანას" ხარჯთაღრიცხვა ყოველგვარი წინასწარი დალაგებების, გაფილტვრის და შესწორებების გარაშე, ვფიქრობ თუ ბატონ პაატას უშუალოდ ამ საკითხში ყველაფერი კანონის ფარგლებში ანუ სწორედ აქვს გაკეთებული, არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს, რომ ფონდ იავნანას ხარჯთაღრიცხვა გახდეს გამჭირვალე საზოგადოებისათვის...

 

მოგეხსენებათ, რომ ფონდ "იავნანას" ბიუჯეტის რესურსი ნამდვილად არ გამოიხატება რამდენიმე ასეულ ლარში და აქ ძალიან დიდ თანხებზეა საუბარი, რომლის ასე საზოგადოებისგან მალულად მიმართვა კონკრეტულ ქმედებებზე ჩემი აზრით არ უნდა იყოს სწორი, ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფონდ იავნანას ბიუჯეტთან შეხება აქვს ნებისმიერ მოქალაქეს რომელიც რიცხავს გარკვეულ თანხას ან სურვილი აქვს რომ გადარიცხოს ფონდის ბიუჯეტში, აქედან გამომდინარე, ძალიან საინტერესოა სად მიდის და როგორ იხარჯება მოქალაქეების მიერ გადარიცხული თანხები, ამ შემთხვევაში ცხადია, არ ვგულისხმობ საოპერაციოდ ან სამკურნალოდ გადარიცხულ თანხებს.

 

ამიტომაც ვიმეორებ, ძალიან კარგი იქნება ფონდის ბიუჯეტის რესურსის მოხმარების სქემის გამჭირვალობა წინასწარი ფილტრაციის გარაშე... ამავდროულად მაინტერესებს ყველა წესის დაცვით ოდესმე თუ შეუმოწმებია შესაბამის სამსახურს ფონდ იავნანას ხარჯთაღრიცხვა, თუ ყოფილა რაიმე სახის დარღვევები და თუ მოყოლია ამ დარღვევებს შესაბამისი რეაგირება? რომელ ანგარიშებზე და რისთვის რა მოტივით ირიცხებოდა ან ირიცხება ფონდ იავნანას ბიუჯეტიდან თანხები?

 

რეალურად ჭირდებოდათ თუ არა დახმარება იმ კონკრეტულ პიროვნებებს, რომლებთა ანგარიშის ნომრებზე რიცხავს ან გადაურიცხია ფონდს საკმაოდ დიდი თანხები, - ვიხსნი ყველანაირ პასუხისმგებლობას და ვაცხადებ ზოგადად ნებისმიერი ორგანიზაციის ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვის ასევე კონკრეტული გადარიცხვების შემოწმება შესაძლებელია ტექნიკური თვალსაზრისით მესამე პირის მიერ საერთოდ სხვა ქვეყნიდან, ცხადია არაკანონიერად.

 

ამას ვამბობ იმიტომ, რომ ანონიმური წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე და ზოგადად გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ფონდ "იავნანას" ხარჯთაღრიცხვა და ზოგადად თანხების გადარიცხვები მაინცდამაინც კანონთან სწორი არ უნდა იყოს...", - წერს ლუკა ფეიქრიშვილი. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !