
"უკრაინა ერთიანია" – ასე ჰქვია კლიპს, რომელიც "1+1"–ის ეთერში გადის და სადაც ცნობილი უკრაინელი და უცხოელი ადამიანები უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას უსვამენ ხაზს.
კლიპში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიცაა გადაღებული. ის უკრაინასთან, კიევთან მის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას უსვამს ხაზს და ამბობს, რომ უკრაინაში ყველაზე ტოლერანტული ხალხი ცხოვრობს.