-
2015-10-15 22:22
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "ფეისბუქზე" წერს, რომ "მეზობელ არხებზე" "რუსთავი-2"-ის ამბები სამარცხვინოდ შუქდება, თუმცა, არხებს არ აკონკრეტებს. იმის გათვალისწინებით, რომ სტატუსის მეორე ნაწილში ნიკა გვარამია "რუსთავი-2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსს მიმართავს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ერთერთი არხი, რომელიც ნიკა გვარამიამ იგულისხმა, ტვ "იმედია".
"ისე სამარცხვინოდ შუქდება რ2ის ამბები მეზობელ არხებზე, უარესი წარმოუდგენელია. უყურეთ, თუ გინდათ გაიგოთ, როგორი იქნება ქვეყანა რ2ის ქიბარიზაციის შემთხვევაში.
Giorgi Lapherashvili და კომპანია: მაგათ რომ რამე დაემართოთ (და როცა დაემართათ), ხო დააყენებთ კამერების და მიკროფონების რიგს?! არსად დაგეკარგოთ ეგ თავმოჭრილი სამთავრობო "კოლეგები"..."