
სავარაუდოდ, ღამის საათებში, დაუდგენელმა პირებმა ნაძალადევის რაიონში, ქართლელიშვილის ქუჩაზე განთავსებული ჩასარიცხი აპარატი გატეხეს.
აპარატი საბავშვო ბაღის პირდაპირ, მაღაზიის შესასვლელთან იყო დადგმული. დაზიანება მაღაზიის მეპატრონემ შეამჩნია, როცა მარკეტი გააღო და საპატრულო პოლიცია გამოიძახა. ამ დროისთვის ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან.