ახალი პოლიტიკური ცენტრის განცხადება საბერძნეთის კრიზისთან დაკავშირებით

Image

გუშინ, 30 ივლისს, 23.00 საათზე ამოიწურა ვადა, როდესაც საბერძნეთს უნდა დაეფარა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დავალიანება 1.55 მილიარდი ევროს ოდენობით, რაც ფაქტობრივად ნიშნავს დეფოლტს.

 

მიუხედავად იმისა რა გზას აირჩევს საბერძნეთი (მოხდება ვალების რესტრუქტურიზაცია, გავა ევროზონიდან და შემოიღებს საკუთარ ვალუტას თუ სხვა), ნებისმიერ შემთხვევაში გარდაუვალია დეფოლტის უკიდურესად ნეგატიური გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე: ინვესტიციების კლება, კაპიტალის გადინება, ეკონომიკის შენელება, უმუშევრობის ზრდა, შემოსავლების კლება და სავარაუდოდ საკრედიტო კრიზისი.

 

საბერძნეთის ეკონომიკური პრობლემები სამწუხაროდ გარდაუვლად აისახება საქართველოზეც. მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ დღესვე გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა ერთი მხრივ მოხდეს მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების მაქსიმალური მინიმიზაცია, ხოლო მეორე მხრივ საბერძნეთში მცხოვრებმა ქართველებმა იგრძნონ საკუთარი ქვეყნის მხარდაჭერა.

 

ამ თვალსაზრისით, სასწრაფოდ არის გასაკეთებელი შემდეგი:

 

საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებს აქვთ დანაზოგები ადგილობრვ ბანკებში. მათთვის და საქართველოში მცხოვრები მათი ოჯახებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რომ ეს დანაზოგები არ დაიკარგოს. ამ მხრივ მნიშვნელოვანია რომ საქართველოს მთავრობამ სასწრაფოდ დაიწყოს მოლაპარაკებები საბერძნეთის მთავრობასთან (რაც უკვე დაიწყო რამდენიმე ქვეყნის მთავრობამ), რათა მივიღოთ გარანტია რომ იქ მცხოვრები ქართველების დანაზოგებს არ დაემუქრება საფრთხე საბერძნეთში მცხოვრები ქართველები ფინანსურად ეხმარებიან აქ საკუთარ ოჯახებს და ეს დახმარება ხშირად ამ ოჯახების შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ეს გადმორიცხვები ამჟამად შეჩერებულია.

 

საქართველოს მთავრობამ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები საბერძნეთის მთავრობასთან, რომ იქ მცხოვრებ ქართველებს რაც შეიძლება სწრაფად მიეცეთ შესაძლებლობა აღადგინონ გადმორიცხვები სხვადასხვა გათვლებით საბერძნეთში ცხოვრობს 150 ათასზე მეტი ქართველი სხვადასხვა სტატუსით.

 

2014 წელს საბერძნეთიდან გადმორიცხვებმა შეადგინა დაახლოებით 205 მილიონი დოლარი. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მოსალოდნელია რომ მოხდება საბერძნეთიდან გარკვეული რაოდენობის ქართველების სამშობლოში დაბრუნება და მნიშვნელოვნად შემცირდება გადმორიცხვების მოცულობა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკაში არსებული პრობლემები კიდევ უფრო გაღრმავდება, მათ შორის საფრთხე შეექმენება ეროვნული ვალუტის სტაბილურობას.

 

საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას მკვეთრი ნაბიჯები ეკონომიკის გაჯანსაღების მიმართულებით რათა მოხდეს აღნიშნული ფაქტორების ნეგატიური გავლენის მაქსიმალურად შემცირება. უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს მთავრობის ხარჯები და მოხდეს გადასახადების დაწევა.

 

2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილების პროექტი ამ მხრივ ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას საბერძნეთს დღემდე არ მოუხდენია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება. საბრძნეთში შექმნილი კრიზისული ვითარების გამო, მიუხედავად იმისა რა შედეგებით დასრულდება 5 ივლისისთვის დაგეგმილი რეფერენდუმი, მოსალოდნელია რომ აღნიშნული ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება არ იქნება საბერძნეთის პარლამენტისთვის პრიორიტეტულ საკითხთა ჩამონათვალში.

 

იმისათვის რომ არ მოხდეს პროცესის დროში გაჭიანურება და არ შეფერხდეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, საქართველოს მთავრობამ უნდა მიმართოს ყველა ზომას, რათა საბერძნეთის პარლამენტმა უახლოეს მომავალში მოახდინოს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !