საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, "ქართული ოცნების" წარმომადგენელი მანანა კობახიძე "რუსთავი2"-ს ტენდენციურობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მათ მადლობას ვერ გადაუხდის.
მანანა კობახიძემ "კურიერში" განაცხადა, რომ "რუსთავი-2" საკუთარ პიარზე ზრუნავდა:
"სამწუხაროა, რომ ტენდენციურები ხართ და საკუთარ პიარზეც ბევრს მუშაობთ. ძალიან არ მომეწონა, როდესაც ჯერ კიდევ გვამები იყო გმირთა მოედანზე და სცენა გამართეთ იქ და ლამაზი მაკიაჟით თავს იწონიდით. მე თქვენ მადლობას ვერ გადაგიხდით. ჩემმა მეგობარმა თინამ გადაგიხადათ მადლობა, მაგრამ მე ვერ გადაგიხდით იმიტომ, რომ ტენდენციურები ხართ, იმიტომ რომ ყველანაირად ცდილობთ ხელი გაიშვიროთ ქართული ოცნებისკენ,"- თქვა კობახიძემ.