
ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ შსს-ს 17 ივნისს, დილით შეატყობინა, რომ ზოოპარკიდან ვეფხვია დაკარგული, - ამის შესახებ მისმა ადვოკატმა შეკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ადვოოკატის თქმით, ზურაბ გურიელიძემ ეს ჩვენებაშიც აღნიშნა. "მოამბესთან" საუბარში თავად ზურაგ გურიელიძემ განაცხადა, რომ გამოძიებამ "ჩვეულებრივი" შეკითხვები დაუსვა და პასუხები მიიღო, ამასთან, არ გამორიცხა, რომ დაკითხვაზე ისევ დაიბარებენ.
აღსანიშნავია, რომ ზურაბ გურიელიძის მეგობარი, მწერალი ქეთი ტოროტაძე "ფეისბუქზე" ასაჯაროვებს ზოოპარკის დირექტორის ფრაზას, რომელიც მან პირადი საუბრის დროს უთხრა:
"...მე აქამდე თავს ვიკავებდი ამის თქმისგან, მაგრამ რახან ახლა მთელი პასუხისმგებლობის მისთვის აკიდებას ცდილობენ ეს ნაძირალები, აღარ დავმალავ და ვიტყვი გურიელიძის მიერ პირად საუბარში ნათქვამს:
"ამ ახვრებს (შსს-ს) გუშინ ტვ-ში (იგულისხმება რუსთავი2 - ქ.ტ.) ნამუსი შევუნახე და მთელი საქართველო მოვატყუე, როცა ვთქვი, ცხოველები არ დაუხოცავთ-მეთქი. არადა, შუმბა სრულიად უწყინარ სიტუაციაში, ფაქტიურად უკვე დაკავებული მოკლეს. ასევე უკვე დაძინებული და გაკოჭილი მოკლეს 2 მგელი. ეს რაც ჩემს თვალწინ ხდებოდა..."
მოგიწოდებთ, მხარი დავუჭიროთ ზურაბ გურიელიძეს. მოგიწოდებთ ყველას, ვისაც გიყვართ ან არ გიყვართ ცხოველები, რადგან ამ შემთხვევაში სრულიად უდანაშაულო ადამიანზეა ლაპარაკი! არ დავუშვათ ეს ბარბაროსული უსამართლობა!..".