13 ივნისს, სტიქიის შემოტევის დროს დაღუპულთა შორისაა ნუგზარ ბუაძე, რომელიც წყლის ნაკადმა მაშინ გაიტაცა, როცა გმირთა მოედანზე მანაქანაში ჩარჩენილი მამაკაცის გამოყვანას ცდილობდა.
ნუგზარ ბუაძე 33 წლის იყო. ის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ავჭალის ოფისის ლიდერი იყო. დაღუპულს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.