-
2015-06-04 06:47
4 ივნისს, 11:00 საათზე, ქ. თბილისი, სასტუმრო თბილისი მარიოტში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკო ტრანსპორტ ცენტრის“ (ETC) ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია.
კონფერენციის სახელწოდებაა: „ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება - რეფორმა ადამიანის ჯანმრთელობისა და მოძრაობის უსაფრთხოებისათვის“
კონფერენციაზე ექსპერტების მიერ წარმოდგენილი იქნება სტრატეგია/სამოქმედო გეგმა და რეკომენდაციები, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების აღდგენასთან დაკავშირებით: თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას 2017 წლამდე, რა ფორმით უნდა აღდგეს ტექნიკური დათვალიერება, რისთვის უნდა იყვნენ მზად ავტომფლობელები და ა.შ.
კონფერენციას დაესწრებიან: ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26