
ლიტერატურულ-შემეცნებითი ჟურნალის "გზაჯვარედინის" დამაარსებელი, პოეტი ეკა ბაქრაძე "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ "სააკაშვილის ცხრაწლიანმა რეჟიმმა" ლიტერატურაზეც მოახდინა ნეგატიური გავლენა.
„შეუძლებელია, ლიტერატურა და პოეზია მაღალ დონეზე რჩებოდეს ქვეყანაში, სადაც ინგრევა განათლების სისტემა, სადაც კულტურა შოუდ გადაიქცა. დამკვიდრდა ახალი მეთოდი - აქცენტის გადატარება სხეულის სიშიშვლეზე, რასაც სულიერი სიშიშვლე მოჰყვა...
შემოქმედს თავისი ნაწარმოების წარმოსაჩენად სხვა მუხტი უნდა სჭირდებოდეს და არა სხეულის სიშიშვლე, სკაბრეზი ან სხვა უხამსობა. აი, ჩემი ღირებულებები! მე პოზიციები არასოდეს დამითმია იმის მიუხედავად, რომ რეჟიმის პირობებში „მოდულში" დაკითხვებზეც არაერთხელ მომიწია მისვლა და არც შანტაჟი თუ ფსიქოლოგიური ზემოქმედება დამკლებია.
მომავალში კვლავ ამ გზით ვივლი და „გზაჯვარედინიც" ასეთი კალაპოტის განსაზღვრას შეეცდება ნიჭიერი შემოქმედებისა და გემოვნებიანი მკითხველისთვის!"- აცხადებს ეკა ბაქრაძე ინტერვიუში.