-
2015-04-09 15:51
,,მოვუწოდებ ჩაბარდეს პოლიციას,"- შს მინისტრი ვახტანგ გომელაური პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილს მიმართავს.
ბექა მარგიშვილის დაკრძალვაზე მისულმა გომელაურმა შალვა აბულაძეს მოუწოდა, რომ ჩაბარდეს პოლიციას და კანონის ფარგლებში გასამართლდეს. მინისტრმა საზოგადოებას მადლობა გადაუხადა გამოცხადებული მხარდაჭერისთვის.
მოკლული პოლიციელის ოჯახს მიუსამძიმრა თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემაც.
,,ეს არის უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ უახლოეს ხანებში ეს დანაშაული გაიხსნება და საკადრისად უმკაცრესად დაისჯება ეს პირი. სამხედრო მოსამსახურეზე პოლიციელზე ხელის ამწევი ადამიანი ყოველთვის სამაგალითოდ დაისჯება,"- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ.