ბიძინა ივანიშვილი სტრასბურგში შეხვედრსებს მართავს

Image

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრაზე
ბიძინა ივანიშვილმა და ჟან კლოდ მინიონმა საქართველოს მიერ ნაკისრი
ვალდებულებების შესახებ იმსჯელეს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ
საქართველო ევროპის საბჭოსთან ინსტიტუციური დიალოგის გაგრძელებას დიდ
მნიშვნელობას ანიჭებს და უფრო აქტიურ თანამშრომლობას ელოდება.
შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე,
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, პარტია "ქართული ოცნება-
დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი არმაზ ახვლედიანი
და ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის
შემსრულებელი ირაკლი გივიაშვილი დაესწრნენ.
შეხვედრის დაწყებამდე ბიძინა ივანიშვილმა ევროპის საბჭოს "ოქროს წიგნში"
ხელმოწერაც დატოვა.
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საკუთარ სახლში, - ასეთი მისალმებით
დაიწყო ჟან კლოდ მინიონმა შეხვედრა ჩვენთან და ასეთი განწყობა გვაქვს
ჩვენც - საქართველო უნდა დაბრუნდეს ევროპულ სახლში", - აღნიშნა ბიძინა
ივანიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტრასბურგში გუშინ გაემგზავრა. ვიზიტის

ფარგლებში ბიძინა ივანიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის

საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოვა.

ევროსაბჭოს დეპუტატები საქართველოს პრემიერ-მინისტრს 23 აპრილს,

ადგილობრივი დროით 12.00 საათზე მოუსმენენ. მიმართვის შემდეგ ბიძინა

ივანიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების შეკითხვებსაც

უპასუხებს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის

გარდა, ვიზიტის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილი ორმხრივ შეხვედრებსაც

გამართავს. დაგეგმილია პრემიერის შეხვედრა ადამიანის უფლებათა ევროპული

სასამართლოს პრეზიდენტ დინ შპილმანთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო

ასამბლეის გენერალურ მდივან ვოიცეკ სავიცკისთან, ევროპის ადამიანის

უფლებათა დაცვის კომისარ ნილს მუჟნიეკსთან, ევროპის საბჭოს ვენეციის

კომისიის პრეზიდენტ ჟანი ბუკიკიოსთან და ვენეციის კომისიის მდივან ტომას

მარკერტთან, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ტორბიორნ იაგლანდთან,

ევროპის საბჭოს კონგრესის ადგილობრივი და რეგიონული წარმომადგენლების

გენერალურ მდივან ანდრეას კოფერთან, ევროპის ლიბერალ-დემოკრატების

ალიანსის პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე ანე ბრასორთან, ევროპის საბჭოს

საპარლამენტო ასამბლეის სოციალისტთა ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე

ნატაშა ვუკოვიჩთან, რუმინეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ

პონტასთან.

სტრასბურგში ვიზიტისას საქართველოს პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო

მედიის წარმომადგენლებსაც შეხვდება.

ბიძინა ივანიშვილი სტრასბურგს 24 აპრილს დატოვებს.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !