ქართული Leader Credit - ის საერთაშორისო წარმატება

Image

22 მარტს, ქალაქ ჟენევაში საერთაშორისო ორგანიზაცია Business Initiative Direction-ის (BID) მიერ ორგანიზებული ყოველწლიური გალა-დაჯილდოვება “Century International Quality ERA”, -„ხარისხის ხანა“ გაიმართა. ლიდერობის, ხარისხისა და წარმატების კრიტერიუმით, საერთაშორისო ბიზნეს-ლიდერებმა, მეწარმეებმა და ხარისხის დარგში სპეციალისტებმა მსოფლიოს 57 ქვეყნის წამყვანი ორგანიზაციები აარჩიეს.

 

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს წარმატებული ორგანიზაციების სიაში მოხვდა ქართული მიკროსაფინანსო კომპანია „Leader Credit”. ქართულმა კომპანიამ წარმატებით შეასრულა BID-ის მიერ შემოღებული ხარისხის მოდელის 100 კრიტერიუმი - “QC 100”.

 

,,Leader Credit”-ში აცხადებენ, რომ მათთვის „ხარისხის ხანის“ ჯილდოს მიღება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც საეთაშორისო დონეზე შრომის ამაზე უკეთ დაფასება რთული წარმოსადგენია.

 

„ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩვენი ურთიერთობები კლიენტებთან აგებულია სიმართლეზე, არასდროს არ ხდება კლიენტის მოტყუებით შემოყვანა, ან დაინტრიგება. ყოველთვის პირნათლად ვასრულებთ კლიენტების წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პრინციპი დაფასდა, რადგანაც ჯილდო მივიღეთ ჩვენი საქმიანობის ხარისხში. ეს ძალიან დიდი სტიმულია შემდეგ ეტაპზე გადასავლელად, რათა შემდეგ არა მხოლოდ განვითარებადი ქვეყნები დავაკმაყოფილოთ, არამედ განვითარებულ ქვეყნების ბაზარზე გავიდეთ“, -აღნიშნავს კომპანიის დირექტორი ნიკა მირზელაშვილი.

 

თუმცა ჯერჯერობით მიკროსაფინანსო კომპანია, ხარისხის მოდელების კრიტერიუმების დამკვიდრებას, ქართულ ბაზარზე განაგრძობს. პრესტიჟთან და სახელის ამაღლებასთან ერთად, „ხარისხის ხანის“ ჯილდოს აღება ნიშნავს, რომ ამიერიდან “Leader Credit” საკუთარ თავზე იღებს ვალდებულებებს, კლიენტებთან მუშაობისას განუხრელად იხელმძღვანელოს ხარისხის შემდეგი პრინციპებით:

 

 „რეგულარულად შეაფასოს ხარისხის დონე, კილენტების კმაყოფილება და საწარმოს საქმიანობის შედეგები“

 „აკონტროლოს ხარისხის დონე ხარისხის მოდელის QC100-ის შესაბამისად“

 „ხელი შეუწყოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში კოლექტიური ძალისხმევის ჩართვას“

 

 

„ისწრაფოს იმისკენ, რომ დააკმაყოფილოს კლიენტების მოთხოვნილებები და გაამართლოს მათი იმედები“

 

 

„აამოქმედოს საკადრო, ტექნიკური და ეკონომიკური რეზერვები მუდმივი პროგრესის მისაღწევად. გაუფრთხილდეს გარემოს“.

 

 

„საკადრო რესურსები მათი კვალიფიკაციის მიხედვით გაანაწილოს“

 

 

„გაამახვილოს თანამშრომელთა ყურადღბა წარმოების ყველაზე რენტაბელურ სფეროებზე საუკეთესო შედეგების მისაღწევად“.

 

 

ამ წარმატების მისაღეწვად მიკროსაფინანსო კომპანია “Leader CrediT”-ს 4 წელი დასჭირდა. იგი დაფუძნებულია 2011 წელს. მისი ფილიალები 24 საათის განმავლობაში მუშაობს და მოიცავს: 24 საათიან ფულადი გზავნილების სისტემას კომუნალური გადასახადებსა და სესხები.

 

 

ჯერჯერობით “Leader Credit” მხოლოდ საქართველოში ფუნქციონირებს - სამი ფილიალი თბილიში, ერთი - რუსთავში, ერთი ბათუმში, ერთი - მარნეულში. წელს მინიმუმ ორი ფილიალის გახსნა იგეგმება, თბილისს კიდევ ერთი ფილიალი დაემატება, და ერთიც რეგიონში გაიხსნება.

 

 

ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ BID-ს ჯილდოს მოგება არა მხოლოდ “Leader Credit”-ს, არამედ მთლიანად ქართულ ბიზნეს-სივრცესაც წაადგება, რადგან უცხოეთის ქვეყნებში საქართველოს ცნობადობას და ქართული კომპანიებისადმი ნდობას აამაღლებს.

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?