-
2015-03-26 13:10
სასტუმრო „Holiday Inn“-თან, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებს ხვდება, ინციდენტი მოხდა.
„თავისუფალი ზონის“ წევრმა რუსკა მჭედლიძემ ერთ-ერთი მოქალაქე სუსის აგენტად მიიჩნია და მას ფოტო გადაუღო, რაც მოქალაქემ გააპროტესტა, მჭედლიძეს ტელეფონი წაართვა და გაიქცა.
აღნიშნული ინციდენტის შემდეგ პოლიციამ თავისუფალი ზონის 2 წევრი - გიორგი და ლაშა რუხაიები და ის მოქალაქე დააკავა, რომელმაც აქციის მონაწილეს ტელეფონი წაართვა.
შგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის შეხვედრის პარალელურად სასტუმრო „Holiday Inn“-თან აქციას მართავენ ორგანიზაცია „თავისუფალი ზონა“ და მონიტორინგის ცენტრი „მედიატორი“.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26