
არქიმანდრიტმა მამა ანთიმოზმა სოციალურ ქსელში იმ ვიდეორგოლის გამავრცელებელი დაწყევლა, რომელშიც ის დამსწრე საზოგადოებას მიკროფონით მიმართავს -„ვისაც ჩემ კაცობაში ეჭვი გეპარებათო“ და იგინება.
„ეთო გავაშელაშვილო! სატანისტ-ელგებეტისტო! წყეულიმც იყავ უკუნითი უკუნისამდე, ამინ. წამოვედი ეკლესიიდან, გეშინოდეს!
არქიმანდრიტი ანთიმოზი(ივერიელი)“- წერდა მამა ანთიმოზი.
„...ნამდვილად მე ვარ და ნამდვილად ვიგინები. იქ იყო შეკრებილი საზოგადოება, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა პატრიარქს, მეც, რომ ვითომ რუსეთის აგენტი ვარ, კაგებეშნიკი ვარ და ა.შ.
ამაზე აღვშფოთდი და მერე მიკროფონით ვუთხარი ყველას ის, რაც უკვე ნახეთ. რომ, ვისაც, ჩემ კაცობაში ეჭვი ეპარება, ფიქრობს, რომ სხვა ქვეყნის აგენტი და ნაძირალა ვარ… გაბრაზებული ვიყავი და შევიგინე.
... ეკლესიიდან არასდროს მოვდივარ, წამოვედი მღვდელმსახურებიდან. გავიგე, რომ 40 დღით შემიჩერეს მოღვაწეობის უფლება. ჩემი ნებით გავალ პენსიაზე, არ მინდა ორმოცი დღე-მეთქი, ვთქვი და წამოვედი. სანამ ორმოცდღიან სასჯელს დამადებდნენ, მანამდეც მინდოდა პენსიაზე გასვლა.
უფრო რადიკალური და თავისუფალი მინდა ვიყო იმ ძალებთან ბრძოლაში, რომლებიც საქართველოს მტრები არიან.
ჩემ ცხოვრებაში პირველად დავწყევლე ადამიანი, მან ბოროტება ჩაიდინა. ეს გოგო ჩემთან მეგობრობდა, „ფეისბუქზე“ დებდა მარიამ ღთისმშობლის საძაგელ კარიკატურებს.
მოვუწოდებდი, ეს არ გაეკეთებინა, მაგრამ არ ისმინა. ბოლოს წავშალე მეგობრებიდან. ეს გოგო ელგებეტეს სატანისტია, ამიტომ დავწყევლე. ჩვეულებრივ ადამიანებს არ ვწყევლი. თუ მოინანიებს და შენდობას მთხოვს, წყევლას მოვუხსნი.
ჩვენც, სასულიერო პირებიც ადამიანები ვართ, ვბრაზდებით ზოგჯერ. იმდენი მღვდელი მყავს ნანახი, რომელიც იგინება, ყველა რომ განვიკითხო, ცუდად ყოფილა ჩვენი საქმე.
ანტიქრისტეს იდეოლოგებს უნდა ვებრძოლო, ოღონდ იდეოლოგიით და არა ხმლით,“ - აცხადებს მამა ანთიმოზი.
http://primetimenews.ge/