
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, ჯემალ ფუტკარაძის განცხადებით, მისი და პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა.
მისი თქმით, ღარიბაშვილი მოითხოვდა, ფუტკარაძეს არ წამოეყენებინა აჭარის უმაღლეს საბჭოში ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე თავისი კანდიდატურა.
„ღარიბაშვილი ჩემგან ითხოვდა, რომ შემეცვალა გადაწყვეტილება. მე მას ვუთხარი, რომ ბატონო პრემიერ-მინისტრო, დამთავრდა დრო როდესაც თბილისიდან ვინმეს ხელდასმით მოხდებოდა თანამდებობის პირის დანიშვნა,"- აცხადებს ჯემალ ფუტკარაძე.
კოალიცია "ქართული ოცნების" ყოფილი წევრის განცხადებით, მასთან ერთად პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი სვეტლანა კუდბაც იმყოფებოდა, რომელიც შეხვედრის მიმდინარეობის დროს ცუდად გახდა.
http://rustavi2.com/