
ჭუბერში 30 წლის ლევან ჩხეტიანი მოკლეს. ჩხეტიანი სასწრაფო–სამედიცინო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა, მას ჭრილობა ცივი იარაღით ყელის არეში ჰქონდა მიყენებული.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა შურისძიების ნიადაგზე მოხდა. ლევან ჩხეტიანი 43 წლის ნირი ნ–მ მოკლა. მკვლელობაში ბრალდებული პოლიციაში თავად მივიდა და ჩადენილი დანაშაული აღიარა.