კასპში უნდა დაადგინონ ბერწი ცხვრების რაოდენობა, რათა ბრუცელოზი გამოვლინდეს

Image

სოფლის საერთო საძოვრებზე, ბრუცელოზზე შეუმოწმებელი ცხვრის გაშვების გამო, ფერმერებს პასუხი მოეთხოვებათ. ამის შესახებ სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს კასპის ორგანიზაციის წარმომადგენელმა ზურაბ პარკაძემ მუნიციპალიტეტის გამგებლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. სოფლის გამგებლებს ინსტრუქცია მიეცათ იმის შესახებ, თუ როგორ გამოავლინონ თავიანთ ტერიტორიულ ერთეულში ბრუცელოზის მატარებელი ცხვრები.



,,ბრუცელოზის მატარებელი ცხვარი აუცილებლად ბერწი ხდება. მეპატრონეები ამას მალავენ, იმიტომ, რომ გამოვლენის შემთხვევაში მოუწევთ ცხვრის განადგურება. ამიტომ გთხოვთ რომ მაქსიმალური ყურადღება მიაქციოთ ამ ფაქტებს. დააძალოთ ფერმერები, რომ ცხვარს სისხლის ანალიზი აუღონ და ცნობა ჰქონდეთ. ასეთი ცხვარი ადვილად გამოსაცნობია, ის ბერწი ხდება" - განუცხადა პარკაძემ სოფლის ხელმძღვანელებს.



,,მე როგორ გავიგო ცხვარი ბერწია თუ არა, გინეკოლოგი ხომ არა ვარ" - განაცხადა მარეხ ყამბეგაშვილმა, ქვემო ჭალის ტერიტორიულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა.



სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო უფასო აცრებს და შემოწმებას მსხვილფეხა საქონელში სახელმწიფო ხარჯზე ახდენს. ცხვარზე კი ანალიზის აღება მის მფლობელს ევალება.

 

წყარო:qartli.ge  http://www.qartli.ge/ge/portal/news/1094/

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !