
რუსეთში უკრაინის ელჩის გენადი ბრესკალენკოს თქმით, ბორის ნემცოვის მეგობარი ქალის კვალი გაქრა.
ელჩის თქმით, ანნა დურიცკაიასთან შესახვედრად ის რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში მივიდა, თუმცა მასთან გასაუბრება ვერ შეძლო.
უკრაინელი მოდელი ანნა დურეცკაია რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მეგობარი ქალი იყო. ის ნემცოვს მკვლელობის დღეს თან ახლდა.დუეცკაიას ფოტოები სოციალურ ქსელებში გუშინ ბორის ნემცოვის მკვლელობის შემდეგ გავრცელდა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში დურიცკაიას ადგილსამყოფელის შესახებ კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა.