
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზად არის აგვისტოს ომის
თაობაზე პარლამენტში მივიდეს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა განაცხადა.
"თუ შეიქმნება საპარლამენტო კომისია, მე მზად ვარ, პარლამენტში მივიდე და
კითხვებს პასუხები გავცე. საპარლამენტო პროცესი არის სხვა პროცესი. ამას არ
ვეწინააღმდეგი", - აღნიშნა სააკაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ
სააკაშვილი aseve მზად არის, აღლუმი არა მან, არამედ "ართველმა ხალხმა
ჩაიბაროს". როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ის 26 მაისს აპირებს ავღანეთში
ქართველ ჯარისკაცებთან ერთად შეხვდეს. prezidentma komentari gaakeTaA
saprezidento kandidatzec da aRniSna, rom "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"
საპრეზიდენტო კანდიდატს პრაიმერის წესით აირჩევს. მისი თქმით, ამის
შესახებ პარტიისგან არაერთი განცხადება გაკეთებულა და ის ამ გზით არჩევას
ემხრობა. საქართველოს პრეზიდენტი მზადყოფნას გამოთქვამს, გამოცდილება
გაუზიაროს საქართველოს მთავრობას და გახდეს მისი უფასო კონსულტანტი.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გადაცემა "პოზიციაში“ სტუმრობისას
განაცახდა. „ამას ვამბობ, არა როგორც პარტიული ლიდერი. სიამოვნებით ვიქნები
პრემიერის კონსულტანტიც, ასევე, ახალი პრეზიდენტის კონსულტანტიც. დღეს
არა მარტო მე, არამედ მთელი საქართველო უნდა ჩაერთოს ეგზისტენციალური
საფრთხეების თავიდან აცილებაში“, - განაცხადა პრეზიდენტმა. პრეზიდენტი
დათა ახალაიას მიერ "ფეისბუქში" გავრცელებულ წერილს " გამოეხმაურა.
სააკაშვილის თქმით, დათა ახალაიასთან არა თუ კომუნიკაცია არ ჰქონია,
არამედ ის საერთოდ ორ-სამჯერ შეიძლება ჰყავდეს ნანახი. პრეზიდენტის
თქმით, რევოლუციის შემდეგ დათა ახალაია "ნაციონალური მოძრაობის"
აქტივისტი არასდროს ყოფილა. "ნაციონალური მოძრაობა" არ არის პიროვნულ
ურთიერთობებზე აგებული ჯგუფი. იგი პრინციპების გარშემოა გაერთიანებული",
- განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ მისი პარტიის დაშლის საფრთხე არ
არსებობს.