-
2014-02-03 12:13
26 მაისის ეპიზოდზე მიმდინარე სასამართლო პროცესს „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, ყოფილი პრემიერმინისტრი ვანო მერაბიშვილიც დაესწრება და ნინო ბურჯანაძეს, რომელიც მოწმედაა მიწვეული, შეკითხვებსაც დაუსვამს.
ამ წუთებში ნინო ბურჯანაძის დაკითხვა უკვე დაწყებულია. პროცესის დაწყებამდე ვანო მერაბიშვილისა და ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერებს შორის როგორც ფოიეში, ასევე გარეთ დაპირისპირება მოხდა.
„თავისუფალი ზონის“ წევრები, რომლებიც პროცესზე ვანო მერაბიშვილის მხარდასაჭერად მივიდნენ, ამბობენ, რომ მათ თავს დაესხნენ ბურჯანაძის პარტიის აქტივისტები და ბანერები წაართვეს, დაუხიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.