-
2014-02-03 09:32
16 წლის მარიამ ჩავლეიშვილის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, მისი უყურადღებოდ დატოვება გახდა, რის შემდეგაც გოგონას ფეხი აუსხლტა, ფერდობიდან გადავარდა, ამოსვლა ვეღარ შესძლო და გაიყინა.
გამოძიებამ უკვე გამორიცხა გოგონაზე ძალადობის ვერსია. მარიამ ჩავლეიშვილის ახლობლები ამბობენ, რომ მარიამი უკონფლიქტო, მოწესრიგებული პიროვნება იყო, კარგი ურთიერთობა ჰქონდა თანატოლებთანაც.
არსებული ინფორმაციით, ის თანატოლები, რომლებიც მარიამ ჩავლეიშვილთან ერთად 31–ე საავიაციო ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, გამოძიებამ უკვე დაკითხა.
შეგახსენებთ, 31–ე ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე 16 წლის მარიამ ჩავლეიშვილის ცხედარი 2 თებერვალს დილით მაშველებმა იპოვეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ცხედართან ახლოს ეყარა პლასტმასის ერთჯერადი ჭიქებიც, რაც მიანიშნებდა იმაზე, რომ შესაძლოა, მოზარდებმა ალკოჰოლური სასმელი მიიღეს.
ერთერთი ვერსიით, მარიამ ჩავლეიშვილი თანატოლებს ადრე დაემშვიდობა და შინ მარტო წავიდა, გზაში კი ფეხი დაუსხლტა და გადავარდა, რის შემდეგაც მეგობრებს ხმა ვერ მიაწვდინა, გონება დაკარგა და გაიყინა.