-
2014-02-02 02:05
ზურაბ ჭიაბერაშვილისა და ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით ბრალდების მიერ დასახელებულ მოწმეებს არანაირი უკანონო დავალება არ მიუღიათ.
ამის დამადასტურებელი ვიდეორგოლი "ზონანიუსმა" მოწმეების ჩვენებებზე დაყრდნობით დაამზადა, სადაც მათ შეკითხვებს ადვოკატები და, ერთგან, თავად ყოფილი პრემიერმინისტრი უსვამენ.
ყველა ჯერზე ბრალდების მოწმეები მიუთითებენ, რომ არც ზურაბ ჭიაბერაშვილისგან, არც ვანო მერაბიშვილისგან, არანაირი უკანონო დავალება არ მიუღიათ და მოქმედებდნენ მთავრობის განკარგულებაში მითითებული პუნქტებიდან, ასევე საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე.