
საქართველოს იუსტიციის მინისტრი აგვისტოს ომთან დაკავშირებით
პრეზიდენტის დაკითხვის აუცილებლობაზე საუბრობს. როგორც თეა
წულუკიანმა განაცხადა, შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი დაკითხვის
პერიოდში პრეზიდენტი აღარ იყოს, თუმცა მასთან ერთად დაიკითხება
ბევრი სხვა მაღალჩინოსანიც, ვისი მისამართითაც კითხვები არსებობს.
მინისტრის ინფორმაციით, აგვისტოს ომის გამოძიება საქართველოს
საერთაშორისო ვალდებულებაა.
როგორც მინისტრმა განმარტა, პროკურატურაში მოძიებულია წინა
ხელისუფლების მიერ ჩატარებული გამოძიების ყველა მასალა.
“ჩვენ თავდაცვის სამინისტროსთანაც აქტიურად ვთანამშრომლობთ,
რადგან პროცესში ჩართული იყო არაერთი სამხედრო პირი, რომლებზეც
ჰააგაში კითხვები არსებობს", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.